ადგილები შეზღუდულია · შემდეგი ნაკადი: [თარიღი]
ერთი წელი. ნამდვილი კომპანია. ნამდვილი დავალებები. პირველივე დღეს შენ აგიყვანენ — და იმუშავებ ისე, როგორც ნამდვილი დეველოპერი, AI-სთან ერთად.
მთელი კურსი ერთი ისტორიაა: 1998 წელი, პატარა წიგნის მაღაზია „ბუქ ნუქი" და შენ — მისი ახალი სტაჟიორი. ყოველი გაკვეთილი ნამდვილი სამუშაო დავალებაა, ზუსტად ისე, როგორც ამერიკულ ტექ-კომპანიებში.
მფლობელი, მენეჯერი და არქიტექტორი გწერენ — როგორც ნამდვილ სამსახურში.
ყოველ შეხვედრაზე: რა გააკეთე, რას აკეთებ, რა გიშლის ხელს. Agile — პირველივე დღიდან.
ტიკეტს შენ ხურავ — AI ასისტენტი გეხმარება, ხსნის და ამოწმებს, მაგრამ ფიქრობ შენ.
კოდ-რევიუ მენტორისგან და დემო გუნდის წინაშე — ზუსტად ისე, როგორც ინდუსტრიაში.
შედეგი: შენი პირველი ნამდვილი პროგრამა — მაღაზიის ინვენტარი, რომელიც 2000 წელს არ „გაფუჭდება".
შედეგი: ონლაინ წიგნის მაღაზია AI-ით, შენს პორტფოლიოში — და წოდება Full-Stack AI ინჟინერი.
დღეს კომპანიები ეძებენ დეველოპერებს, ვინც AI-ს სწორად იყენებს. ჩვენთან ამას პირველივე თვიდან ისწავლი.
27 წელია ვმუშაობ პროგრამისტად და არქიტექტორად ამერიკის შეერთებულ შტატებში — ბანკებში, ფარმაცევტიკასა და ტელეკომში. მეც შენსავით დავიწყე — ნულიდან. ახლა იმას გასწავლი, რაც ნამდვილად მუშაობს ინდუსტრიაში.
თუ არა — კურსს უფასოდ გაიმეორებ.
დიახ — კურსი სწორედ ნულიდან იწყება: როგორ მუშაობს კომპიუტერი, რა არის ბინარული კოდი და როგორ ვფიქრობთ ამოცანებზე.
რომ ტექნოლოგიები ისე გაიარო, როგორც ინდუსტრიამ გაიარა — ქაღალდიდან ინტერნეტამდე და AI-მდე. ასე ყველაფერს საფუძვლიანად გაიგებ.
თუ ყველა დავალებას ასრულებ და კურსის ბოლოს დეველოპერის დონეს ვერ მიაღწიე, შემდეგ ნაკადზე უფასოდ გაიმეორებ. [პირობების დეტალები]
ქართულად, ინგლისური ტერმინებით — ისე, როგორც რეალურ სამუშაოზე გამოიყენებ.
კომპიუტერი, ინტერნეტი და კვირაში რამდენიმე საათი დავალებებისთვის. დანარჩენს ჩვენ გასწავლით.
დატოვე კონტაქტი — დაგიკავშირდებით, მოგიყვებით დეტალებს და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.