ადგილები შეზღუდულია · შემდეგი ნაკადი: [თარიღი]

ნულიდან —
Full-Stack AI ინჟინრამდე.

ერთი წელი. ნამდვილი კომპანია. ნამდვილი დავალებები. პირველივე დღეს შენ აგიყვანენ — და იმუშავებ ისე, როგორც ნამდვილი დეველოპერი, AI-სთან ერთად.

დარეგისტრირდი მალე → ნახე ვიდეო (37 წმ)
12თვე
2×კვირაში · 19:00 ან 20:00
0გამოცდილება საჭირო
500 ₾თვეში · ონლაინ
ფოსტა — intern@booknook
ვისგან: ჰაროლდი, „ბუქ ნუქის" მფლობელი · 1998 შენ აგიყვანეს! გამარჯობა! დღეიდან ჩვენი გუნდის წევრი ხარ. 40 000 წიგნი ქაღალდის ბარათებზეა — 2000 წლამდე მაღაზია ონლაინ უნდა გადავიყვანოთ. შენი პირველი ტიკეტი უკვე გელოდება.
BN-101 · შენ სტენდაპი 09:30
ლევი, L3V AI Academy-ს დამფუძნებელი

ნახე სრული შესავალი

როგორ ვსწავლობთ

აქ არ ისწავლი. აქ იმუშავებ.

მთელი კურსი ერთი ისტორიაა: 1998 წელი, პატარა წიგნის მაღაზია „ბუქ ნუქი" და შენ — მისი ახალი სტაჟიორი. ყოველი გაკვეთილი ნამდვილი სამუშაო დავალებაა, ზუსტად ისე, როგორც ამერიკულ ტექ-კომპანიებში.

01 · ელფოსტა

დავალება მოდის წერილით

მფლობელი, მენეჯერი და არქიტექტორი გწერენ — როგორც ნამდვილ სამსახურში.

02 · სტენდაპი

გუნდთან ერთად

ყოველ შეხვედრაზე: რა გააკეთე, რას აკეთებ, რა გიშლის ხელს. Agile — პირველივე დღიდან.

03 · კოდი + AI

წერ ნამდვილ კოდს

ტიკეტს შენ ხურავ — AI ასისტენტი გეხმარება, ხსნის და ამოწმებს, მაგრამ ფიქრობ შენ.

04 · რევიუ და დემო

აჩვენებ რაც ააწყვე

კოდ-რევიუ მენტორისგან და დემო გუნდის წინაშე — ზუსტად ისე, როგორც ინდუსტრიაში.

პროგრამა · 12 თვე

6 თვეში — პირველი პროგრამა.
1 წელში — დეველოპერი.

ნაწილი 1 · თვე 1–6Junior

საფუძვლები — Y2K-მდე

  • როგორ მუშაობს კომპიუტერი · ბინარული და თექვსმეტობითი
  • პროგრამირების ისტორია და მაღალი დონის ენები
  • ფსევდოკოდი — როგორ ვფიქრობთ, სანამ ვწერთ
  • Java — რატომ და როგორ
  • Git, ტიკეტები, კოდ-რევიუ

შედეგი: შენი პირველი ნამდვილი პროგრამა — მაღაზიის ინვენტარი, რომელიც 2000 წელს არ „გაფუჭდება".

ნაწილი 2 · თვე 7–12Engineer

მაღაზია ონლაინ — AI-ით

  • ვები: HTML, CSS, JavaScript
  • მონაცემთა ბაზები და API-ები
  • Back-end და Front-end ერთად — Full-Stack
  • AI ინტეგრაცია: ჩატი, რეკომენდაციები, ავტომატიზაცია
  • Deploy — პროექტი ცოცხლად, ინტერნეტში

შედეგი: ონლაინ წიგნის მაღაზია AI-ით, შენს პორტფოლიოში — და წოდება Full-Stack AI ინჟინერი.

AI ყოველ დღე

AI — შენი გუნდის წევრი, არა შენი შემცვლელი.

დღეს კომპანიები ეძებენ დეველოპერებს, ვინც AI-ს სწორად იყენებს. ჩვენთან ამას პირველივე თვიდან ისწავლი.

ახსნაAI გიხსნის კოდს შენს ენაზე
რევიუშეცდომებს პოულობს სანამ მენტორი ნახავს
აწყობაAI ფუნქციებს ჩაშენებ საკუთარ აპში
ფიქრიმაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის შენ იღებ
ლევი — მენტორი და დამფუძნებელი
შენი მენტორი

მე ლევი ვარ.

27 წელია ვმუშაობ პროგრამისტად და არქიტექტორად ამერიკის შეერთებულ შტატებში — ბანკებში, ფარმაცევტიკასა და ტელეკომში. მეც შენსავით დავიწყე — ნულიდან. ახლა იმას გასწავლი, რაც ნამდვილად მუშაობს ინდუსტრიაში.

JPMorgan Chase Verizon Wireless და სხვა Agile Open Source
27წელი პროფესიაში
USAენტერპრაიზ გამოცდილება
AIყოველდღიურ სამუშაოში
გარანტია

გამომყევი, შეასრულე დავალებები — და გარანტიას გაძლევ: დეველოპერად გაქცევ.

თუ არა — კურსს უფასოდ გაიმეორებ.

100%

ფორმატი და ფასი

ხანგრძლივობა12 თვე · 2 ნაწილი
განრიგიკვირაში 2-ჯერ · 1.5 სთსაღამოს 19:00 ან 20:00
ფორმატიონლაინლაივ გაკვეთილები, საიდანაც გინდა
ფასი500 ₾ / თვეუფასო გამეორება გარანტიით

ხშირი კითხვები

არასდროს მიწერია კოდი. შემიძლია?

დიახ — კურსი სწორედ ნულიდან იწყება: როგორ მუშაობს კომპიუტერი, რა არის ბინარული კოდი და როგორ ვფიქრობთ ამოცანებზე.

რატომ 1998 წელი?

რომ ტექნოლოგიები ისე გაიარო, როგორც ინდუსტრიამ გაიარა — ქაღალდიდან ინტერნეტამდე და AI-მდე. ასე ყველაფერს საფუძვლიანად გაიგებ.

რას ნიშნავს გარანტია?

თუ ყველა დავალებას ასრულებ და კურსის ბოლოს დეველოპერის დონეს ვერ მიაღწიე, შემდეგ ნაკადზე უფასოდ გაიმეორებ. [პირობების დეტალები]

რა ენაზე მიმდინარეობს სწავლება?

ქართულად, ინგლისური ტერმინებით — ისე, როგორც რეალურ სამუშაოზე გამოიყენებ.

რა მჭირდება დასაწყებად?

კომპიუტერი, ინტერნეტი და კვირაში რამდენიმე საათი დავალებებისთვის. დანარჩენს ჩვენ გასწავლით.

„ბუქ ნუქი" სტაჟიორს ეძებს

ადგილები შეზღუდულია.
დარეგისტრირდი მალე.

დატოვე კონტაქტი — დაგიკავშირდებით, მოგიყვებით დეტალებს და მოგიწვევთ გასაუბრებაზე.